გიორგი კახიანი: საქართველო დღეს აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისთვის, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო

გიორგი კახიანი: საქართველო დღეს აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისთვის, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო

საქართველო დღეს აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს იმისთვის, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა. მისი თქმით, ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით ნატოს მხრიდან.

„დანარჩენი უკვე არის ნატოს წევრი სახელმწიფოების მისაღები გადაწყვეტილება. ჩვენი მხრიდან გასაკეთებელი რაც არის, ჩვენ ამას უმაღლეს დონეზე ვასრულებთ და ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებას. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რა გზავნილები იქნება ნატოს მხრიდან, ამას ახლო მომავალი გვაჩვენებს“, - აღნიშნა კახიანმა.

გამოცემა The Guardian-ში გამოქვეყნდა ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარის ანალიტიკური სტატია, რომელიც ნატოს მომავალ სამიტს ეხება. პოლ ტეილორი სტატიაში წერს, რომ მკაფიოდ არავინ ახსენებს ნატოს დაპირებას, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს წევრები გახდებიან.

amo ხალხს რატომ აღიზიანებთ?
2 საათის უკან