დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: როცა ჩანაწერში მონაწილე პირი არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, ეს კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის

დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: როცა ჩანაწერში მონაწილე პირი არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, ეს კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რათა მხარეებს სპეკულაციების საშუალება არ მიეცეთ.

„როცა ჩანაწერში მონაწილე პირი [გიული ალასანია] არ გამოხატავს სურვილს, რომ სამართლებრივად დადგინდეს მისი ნამდვილობა, გარკვეულწილად ასეთი პასუხი კითხვის ნიშანს კიდევ უფრო მეტად ზრდის. რადგან ასეთი ჩანაწერი გავრცელდა, ჯობია დადგინდეს რამდენად მაღალია მისი დამაჯერებლობა, მხარეებს კი არ მიეცემათ სპეკულაციის საშუალება“, - განაცხადა ხუნდაძემ.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.