ელვის პრესლის ქალიშვილი, მომღერალი ლიზა მარია პრესლი 54 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Associated Press-ი იტყობინება.
გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა მომღერლის დედამ, პრისცილა პრესლიმ.
არსებული ინფორმაციით, ლიზა მარია პრესლი გულის შეტევით ლოს-ანჯელესის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.