თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 130 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 130 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს

საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში მეტროს მშენებლობის დროს სხვადასხვა დროის 130 000-ზე მეტი არქეოლოგიური არტეფაქტი იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Heritage Daily წერს.

არქეოლოგების ჯგუფი, რომელიც „ვენიზელოსის“ სადგურზე გათხრებს ატარებდა, აღმოაჩინა ძველი გზის ნაკვალევი, რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს წარმოადგენდა, ბიზანტიური პერიოდის ხეივანი და XV-XVII საუკუნეების შენობების ნანგრევები.

„აია-სოფიას“ სადგურზე აღმოჩენილია ელინისტური და რომაული პერიოდის ნაგებობების საძირკველი, მარმარილოთი მოპირკეთებული მოედანი, მსხვილი მოზაიკა, აბანო, ბიზანტიური პერიოდის რამდენიმე მაღაზია და სახელოსნო.