ალექსანდრე რაქვიაშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაზე: გარდა იმისა, რომ დამატებითი საბაბია, რათა სააკაშვილზე მეტი ილაპარაკონ, ამ აქტივობას სხვა შინაარსი არ გააჩნია

ალექსანდრე რაქვიაშვილი ე.წ. მაგნიტსკის სიაზე: გარდა იმისა, რომ დამატებითი საბაბია, რათა სააკაშვილზე მეტი ილაპარაკონ, ამ აქტივობას სხვა შინაარსი არ გააჩნია

პიარსვლაა, არაფერ შუაში არ არის რეალურ საქმესთან, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბრისას.

„გარდა იმისა, რომ დამატებითი საინფორმაციო საბაბი იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილზე მეტი ილაპარაკონ, ამ აქტივობას სხვა შინაარსი არ გააჩნია“, - აღნიშნავს რაქვიაშვილი.

„კასრებიის სიის“ შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა. გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.