ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი და ყველა ადამიანი, რომელიც მოხვდება აქ, მათ უკან იქნება რეალური მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაში, ან წამებაში პირდაპირ იღებდა მონაწილეობას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკალურმა განაცხადა ე.წ. მაგნიტსკის სიაზე საუბრისას.
„რაც შეეხება იმას, ვინ იქნება ამ სიაში, ეს პირველყოვლისა არის გადასაწყვეტი იმ გუნდის, ვინც ადვოკატირებას უწევს მიხეილ სააკაშვილს“, - აღნიშნა წიკლაურმა.
„კასრებიის სიის“ შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა. გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.