დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ამ ჩანაწერით მელიამ ხურდა დააბრუნა საკუთარ ჯგუფში და დასავლეთსაც ერთგულება დაუმტკიცა

დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერზე: ამ ჩანაწერით მელიამ ხურდა დააბრუნა საკუთარ ჯგუფში და დასავლეთსაც ერთგულება დაუმტკიცა

დიმიტრი ხუნდაძე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც სავარაუდოდ გიული ალასანიას სიტყვებია. ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრმა „ქრონიკაში“ საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ არის გავრცელებული და ამით მან საკუთარი ჩანაწერის გამოქვეყნების გამო გადაიხადა სამაგიერო.

„ნიკანორ მელიამ სავარაუდოდ, ეს ფაქტი გამოიყენა იმისთვის, რომ წარმოაჩინოს თავისი თავი. ამ ჩანაწერით ფაქტობრივად ხურდა დააბრუნა ისევ შიგნით, საკუთარ ჯგუფში, დასავლეთსაც დაუმტკიცა ერთგულება და კითხვის ნიშანი გააჩინა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ანუ, შეახსენა შესაძლო რუსული ინტერესების შესახებ, რაზეც მიხეილ სააკაშვილის დედაც საუბრობს, რომ დასავლეთმა ეს გაითვალისწინოს: ერთი, რომ ფასი დაუკარგოს მიხეილ სააკაშვილს და მის გარშემო შეკრებილ ხალხს და მეორე - საკუთარი ფასი დასავლეთის წინაშე უფრო მეტად გაზარდოს“, - აცხადებს ხუნდაძე.

აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი, „რუსთავი2-ს“ წყარომ მიაწოდა. ჯერჯერობით ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.