აშშ-ში გოგომ პლაჟზე მეგალოდონის კბილი იპოვა

აშშ-ში გოგომ პლაჟზე მეგალოდონის კბილი იპოვა

აშშ-ში 9 წლის გოგომ ზვიგენების გადაშენებული სახეობის - მეგალოდონის კბილი იპოვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოლი სემპსონი შობას მერილენდში, კალვერტ ბიჩზე დედასთან ერთად მივიდა და ამბობდა, რომ მეგალოდონის პოვნა უნდოდა. მას გაუმართლა და ზვიგენის კბილი წყალში აღმოაჩინა.

ოჯახმა კბილი მერილენდის მუზეუმში მიიტანა, სადაც სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ ის მართლაც მეგალოდონს ეკუთვნოდა და „მომავალ პალეონტოლოგ“ მოლის მისი პირველი აღმოჩენა მუზეუმის ოფიციალურ Facebook-გვერდზე მიულოცეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი აღმოჩენები იშვიათი მოვლენაა.

მეგალოდონი ზვიგენის გადაშენებული სახეობა. ითვლება ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და, შესაბამისად, უდიდეს თევზად მსოფლიოს ისტორიაში. მისი სიგრძე 20 მეტრს აღემატებოდა.