პოპულარული სერიალის „მოსიარულე მკვდრების“ პირველ სპინოფი „გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების“ სრულდება. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელებში შოუს ოფიციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.
სერიალის ბოლო, მერვე სეზონის პრემიერა AMC-სა და AMC+-ზე 14 მაისს შედგება. სეზონში 12 ეპიზოდი იქნება და ის ორ ნაწილად იქნება დაყოფილი.
სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ პრემიერა 2010 წელს შედგა. შოუ რობერტ კირკმანის, ტონი მურისა და ჩარლი ადლარდის კომიქსებზეა დაფუძნებული. ფრანშიზის პირველი სერიალის დასრულების შემდეგ AMC შოუს რამდენიმე სპინოფზე მუშაობს.