საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ფარულ ჩანაწერებს იყენებდა ქვეყნის წინააღმდეგ, ხოლო ახლა, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ.
„მე ზუსტად ვიცი, რომ ხელისუფლებისთვის სულერთია „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით რომელი ფრთა რომელზე რას იტყვის, ჩვენთვის მთავარია ის, რომ იმ ოპოზიციურ პარტიაში დღეს არის განხეთქილება და მათ როგორც სჩვევიათ ამ განხეთქილების დროს იყენებენ იმ ინსტრუმენტებს, რომლითაც ყოველთვის ოპერირებდნენ: იწერენ, ავრცელებენ. რომელმა ფრთამაც არ უნდა გაიმარჯვოს, ამ პარტიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ პარტიას ნებისმიერ შემთხვევაში ექნება პრობლემები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას და პოლიტიკურ დღის წესრიგს ექნება ნაკლები პრობლემა.
ამ ჩანაწერებს, როგორც კომპრომატებს, ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ, ეს ფაქტია იმიტომ, რომ ამას იყენებდნენ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა პარტიის შიგნით აქვთ არჩევნები და ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებენ. პრობლემა არაა, გამოიყენონ, რაც უარესი იქნება იქ, უკეთესი იქნება ქვეყანაში, ფორმულაა ჩვეულებრივი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ბექა დავითულიანი ასევე გამოეხმაურა დღეს გავრცელებულ აუდიომასალას, სადაც სავარაუდოდ გიული ალასანიას საუბარი ისმის.
„რაც შეეხება დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, საერთოდ არ მგონია, რომ იქ მთავარი ისაა, სააკაშვილი ჩამოვიდეს თუ არა ამაზე რომ მსჯელობენ, მთავარი იქ არის ის, რომ ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოისმინო, მიშას საქართველოში ჩამოსვლაზე საუბრობენ და ამბობენ „მთავარია ამაზე რას ფიქრობს რუსეთი“, მერე არის ფრაზა „როგორც ჩანს, რუსეთს ბიძინა ივანიშვილი აღარ უნდა“. ჩანაწერს რომ მოუსმენ იქ მთავარი რაც იკვეთება არის ის, რომ ესენი აღარ უნდა რუსეთს და მთავარია, მიშას საქართველოში ჩასვლაზე რას ფიქრობს რუსეთი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
დღეს „რუსთავი 2-“მა გაავრცელა აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი.
ახლა კიდევ ახალი მოთხოვნა: დამაბრუნეთ პრეზიდენტად, დემენცია მაქვს და რაც მაშინ ბოლომდე ვერ შევასრულე - დედა უნდა ვუტირო საქართველოსო!
თუკი ეს "დემენციას" აღარ ახსოვს, ქართველ ხალხს კარგად ახსოვს!