10-27 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 16 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.
1 ლენტეხი 10.01.2023 თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
2 გურჯაანი 11.01.2023 თამარ მეფის ქ. #9 (კურორტ ახტალის შესასვლელთან) 10:00-17:00
3 ხონი 11.01.2023 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
4 ყვარელი 12.01.2023 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
5 ვანი 12.01.2023 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
6 ბაღდათი 13.01.2023 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
7 დუშეთი 16.01.2023 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
8 ამბროლაური 16.01.2023 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
9 მარტვილი 17.01.2023 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
10 ცაგერი 18.01.2023 რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
11 კასპი 23.01.2023 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
12 საჩხერე 23.01.2023 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
13 ტყიბული 24.01.12023 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
14 ონი 26.01.2023 აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ 10:00-17:00
15 ყაზბეგი 26.01.2023 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
16 ამბროლაური 27.01.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00