ოქროს გლობუსი 2023-ის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია. წელს ზენდეიამ Euphoria-ში შესრულებული როლისთვის პირველი ოქროს გლობუსი მოიპოვა. 26 წლის ზენდეიამ კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში სხვა მსახიობებთან ერთად House of the Dragon-ის ემა დარსი და Ozark-ის ლორა ლინი დაამარცხა და ჯილდო მოიპოვა.
სამწუხაროდ, ზენდეიამ ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე დასწრება ვერ შეძლო, თუმცა ინსტაგრამით ჟიურისა და თავის ფანებს მადლობა გადაუხადა:
"ძალიან ვწუხვარ, რომ დაჯილდოებაზე დასწრება ვერ მოვახერხე, მაგრამ მინდა, ამ საოცარი პატივისთვის ოქრო გლობუსს მადლობა გადავუხადო. ნომინანტებო, თქვენ გვერდით ჩემი სახელის დანახვა დიდი პატივია, მე აღფრთოვანებული ვარ თქვენით. უღრმესი მადლობა Euphoria-ს ოჯახს, თქვენ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. დაბოლოს, მთელი გულით ვუხდი მადლობას ყველას, ვინც რუ საკუთარ გულში შეუშვა. ყველამ იცის, ეს პერსონაჟი ჩემთვის რამდენს ნიშნავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ რუ სხვებისთვისაც რაღაცას ნიშნავს, ეს ჩემთვის საჩუქარია. გულახდილად გეტყვით, რომ მიჭირს სიტყვების პოვნა, მხოლოდ მადლობა შემიძლია ვთქვა. ღამე მშვიდობისა", — წერს ზენდეია თავის ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც ემი ორჯერ მოიპოვა. ემის 2022 წლის დაჯილდოებაზე ამერიკელმა მსახიობმა ნომინაციაში საუკეთესო ქალი მსახიობი დრამატულ სერიალში გაიმარჯვა. ზენდეიამ ემი ორივეჯერ — 2020 და 2022 წლებში — HBO-ს Euphoria-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. სერიალში ზენდეია თინეიჯერ რუ ბენეტს განასახიერებს, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას ებრძვის
ამ გამარჯვებით ზენდეია ყველაზე ახალგაზრდა მსახიობი გახდა, რომელმაც ემი ორჯერ მიიღო.ამასთანავე, ზენდეია პირველი შავკანიანი ქალიცაა, რომელმაც მთავარი როლის შესრულებისთვის ემი ორჯერ მოიპოვა.