რეჟისორ სტივენ სპილბერგის ფილმი „ფაბელმანები“ „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების მე-80 ცერემონიაზე საუკეთესო დრამატულ ფილმად დაასახელეს, თავად სპილბერგი კი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.
„საუკეთესო კომედიური ფილმის“ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „ინიშერინის ბანში“, ხოლო მისი რეჟისორი მარტინ მაკდონა საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს.
დრამატულ ფილმში შესრულებული საუკეთესო როლებისთვის ოსტინ ბატლერი („ელვისი“) და კეიტ ბლანშეტი („ტარი“) დააჯილდოვეს, ხოლო კომედიურ ფილმში შესრულებული საუკეთესო როლებისთვის - კოლინ ფარელი („ინიშერინის ბანში“) და მიშელ იეო („ყველაფერი ყველგან ერთდროულად“).
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად „გილერმო დელ ტოროს პინოქიო“ დასახელდა, საუკეთესო დრამატული სერიალი „დრაკონის სახლი“, საუკეთესო მინი-სერიალი კი „თეთრი ლოტოსი“ გახდა.