ირაკლი ქადაგიშვილი: ბენ ჰოჯესი არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს

ირაკლი ქადაგიშვილი: ბენ ჰოჯესი არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებებს

კარგი იქნება თუ ბატონი ჰოჯესი არასამთავრობოების გარდა ერთხელ მაინც დაინტერესდებოდა და საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდებოდა. აქვს შესაძლებლობა, რომ პოპულისტური კი არა, უფრო სიღრმისეული შეფასება გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

„როცა ის იყო შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ევროპაში ნატოსი, მაშინ რა თქმა უნდა მას ასეთი საბრძოლო განწყობები არ გააჩნდა. ახლა არის პენსიაზე გასული და მისი პასუხისმგებლობა ნულია. ის არის ოპოზიციურ ლობისტურ მოძრაობაში ჩართული პირი და აკეთებს ოპოზიციისთვის შესაბამის ასარგებლო განცხადებებს. შეიძლება ფინანსური ინტერესიც ჰქონდეს, მაგრამ როგორც წესი, ლობისტური საქმიანობა არის გარკვეული ანაზღაურების საფუძველი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ბენ ჰოჯესი საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება, ქვეყანას უკრაინის მიმართ პოზიციებს უწუნებს და საუბრობს ანაკლიის პორტზეც. ჰოჯესის განცხადება უკვე შეფასდა ომში ჩართვის მორიგ მცდელობად. მას წარსულში გაკეთებული განცხადებებიც გაუხსენეს.