თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ მისი გავრცელებული ჩანაწერია, ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
„ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ ეს მისი გავრცელებული ჩანაწერია. თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, მთელ ქვეყანას და საკუთარი პარტიის წევრებს იწერდნენ, უქვეყნებდნენ, აშანტაჟებდნენ და ა.შ. ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქმე კარგად არ მიდის, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შეიძლება საქმე უკეთესად წავიდეს. ჩვენ მეტი ინტერესი ამ პროცესის მიმართ არ გაგვაჩნია“, - აღნიშნა დავითულიანმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, სავარაუდოდ ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ვიდეოზე მითითებულია, რომ საუბარი ჩაწერილია 2021 წლის არჩევნებამდე.