ალბათ გახსოვთ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი პაბლო აიმარი. რამდენიმე წლის წინ პაბლო ესპანურ „ვალენსიაში“ თამაშობდა, გუნდს კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა.
აიმარი ამჟამად 33 წლის ბრძანდება და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პორტუგალიურ „ბენფიკაში“ ასპარეზობდა.
დღეს დილით გამოცემამ „France Football” გაავრცელა ცნობა, რომ აიმარმა „ბენფიკასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა.
ცნობილი გახდა რომ პაბლო კარიერას შორეულ მალაიზიაში გააგრძელებს.
მისი ახალი კლუბის სახელი „ჯოხარ დარულ ტაკზიმი“ გახლავთ. ეს გუნდი მალაიზიის სუპერლიგაში ასპარეზობს და იქაური ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერი ბრძანდება.