ალცჰაიმერის რისკის გამო კრის ჰემსვორტს მაკიაჟით

ალცჰაიმერის რისკის გამო კრის ჰემსვორტს მაკიაჟით "დაბერებულმა" ცოლმა სიურპრიზი მოუწყო

ცოტა ხნის წინ კრის ჰემსვორტმა სამსახიობო კარიერა დროებით შეწყვიტა, რადგან გაიგო, რომ ალცჰაიმერის დაავადების განვითარების მაღალი შანსი აქვს. მსახიობმა ამის შესახებ Limitless-ის გადაღებების პროცესში გაიგო, როცა ექიმებმა მას სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები ჩაუტარეს.

გამოკვლევების მიხედვით, 80%-ია იმის შანსი, რომ კრის ჰემსვორტს ალცჰაიმერის დაავადება განუვითარდეს. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ ჰემსვორტის ბაბუას ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი ცოტა ხნის წინ დაუსვეს.

შეგახსენებთ, რომ ალცჰაიმერის დაავადება ტვინის პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც მეხსიერების პრობლემებს იწვევს. "ის აზრი, რომ მომავალში განვლილი ცხოვრება, ცოლი და შვილები აღარ მემახსოვრება, ჩემი ყველაზე დიდი შიშია", — განაცხადა კრისმა.

კრისს ალცჰაიმერის განვითარების მაღალი რისკის გამო ეშინოდა, რომ მომავალში ასაკოვანი ცოლის დამახსოვრებას ვეღარ შეძლებდა. სწორედ ამიტომ, კრისის ცოლმა გადაწყვიტა, მისთვის სიურპრიზი მოეწყო და ქმარს მაკიაჟით "დაბერებული" შეხვდა.

კრისმა ცოლის გეგმის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან უთხრეს, რომ ასაკოვან ფანს მისი გაცნობა სურდა. სიურპრიზის შესახებ მსახიობი თავად მიხვდა, როცა მაკიაჟით "დაბერებული" ცოლი დაინახა, რის შემდეგაც ცრემლები ვეღარ შეიკავა. კრისისა და მისი ცოლის ცეკვის ვიდეომ გულშემატკივრებიც აატირა და ინტერნეტის დიდი მოწონება დაიმსახურა.