გურამ მაჭარაშვილი: იმ პოლიტიკამ, რაც „ხალხის ძალამ“ ავირჩიეთ, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო - პირველ რიგში ის შედეგი, რომ მეორე ფრონტის პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან ავიცილეთ

გურამ მაჭარაშვილი: იმ პოლიტიკამ, რაც „ხალხის ძალამ“ ავირჩიეთ, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო - პირველ რიგში ის შედეგი, რომ მეორე ფრონტის პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან ავიცილეთ

იმ პოლიტიკამ, რაც „ხალხის ძალამ“ ავირჩიეთ, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენეთ, ძალიან კარგი შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ახლაც გრძელდება, თუმცა არა ისე მასშტაბურად, როგორც უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველ თვეებში.

„პირველ რიგში ის შედეგი, რომ მეორე ფრონტის პროვოკაციული ნაბიჯები თავიდან ავიცილეთ და მეორე - ხალხს ძალიან მოეწონა ის პოლიტიკა, რომ პოლიტიკოსები ვალდებულები არიან საჭირო ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ. მით უფრო, ისეთ რთულ პერიოდში, როგორშიც ახლა მსოფლიო იმყოფება. ამან გამოიღო ის, რომ დაინახეს, რომ საქართველოს საზოგადოებას მყარი გადაწყვეტილება აქვს მიღებული - მას უნდა ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის ხარჯზე. მას უნდა პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა დამცირებისა და სუვერენიტეტის ხარჯზე“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.