გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის მიერ შეწყალებულმა ბატონმა ყარალაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ აპირებს აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას. აფხაზეთში რომელი ქვეყნის ჯარები დგას ვიცით და რომელი ტანკებით აპირებს შემოსვლას, ესეც გასაგებია

გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის მიერ შეწყალებულმა ბატონმა ყარალაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ აპირებს აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას. აფხაზეთში რომელი ქვეყნის ჯარები დგას ვიცით და რომელი ტანკებით აპირებს შემოსვლას, ესეც გასაგებია

ბატონი ყარალაშვილი სააკაშვილმა შეიწყალა. მას 11 წლით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. რა თქმა უნდა ყველასთვის გასაგებია, პოლიტიკურად ვის მხარეს იქნება ის და ვის ნარატივსაც ახორციელებს, ესეც გასაგებია, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას.

„პირდაპირ თქვა, რომ აპირებს აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას. აფხაზეთში რომელი ქვეყნის ჯარები დგას, ეს ყველამ კარგად ვიცით და რომელი ჯარებით და ტანკებით აპირებს შემოსვლას, უკვე გასაგებია. თან ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს და თურმე ეს ქართველი სამხედროები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, აპირებენ აფხაზეთიდან საქართველოში შემოსვლას რუსეთის ტანკებით და ამავდროულად ამუნათებენ კახელებს, საქართველოს საზოგადოებას. ეს არ არის მხოლოდ მათი სიტყვები. ეს დასტურია იმისა, რომ სააკაშვილი, რადიკალური ოპოზიცია, მათი პატრონები, იგივე კონგრესმენი კიზინგერი, რომელმაც მოუწოდა ქართველ სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, რომ მიეხედათ საქართველოს მთავრობისთვის. ეს ამის გამოძახილია ზუსტად“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.

ლაზი ამ ხელისუფლებას უკვე სავალდებულოდ ევალება გაწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა უკრაინასთან. კმარა ამდენი წაყრუება და მეგობრობანას თამაში. ამდენი კრიმინალის მფარველობა მეგობრობაა. ქვის ქვაზე დადუღებით რომ იმუქრებიან, კრიმინალია აბა რა ქვია ამას. ბობლოს და ბოლოს რა ვალი გვაქვს ამნაირი ამ უკრაინის. თუ რამეში გვერდით გვედგნენ, ყველაფერში ფული გადაუხადეს თავის დროზე და დაგვანებონ თავი. ჩვენი მოყიდული იარაღი დაგვიბრუნეთო, თქვენ ვინ გკითხავთ, ამერიკა თანახმააო. ამაზე მეტი თავხედობა გაგიგიათ?
2 წლის უკან