მეუფე იაკობი: თუ რუსმა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინა, ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე დეპუტატი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენს, როცა არ უნდათ, მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ

მეუფე იაკობი: თუ რუსმა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინა, ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე დეპუტატი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენს, როცა არ უნდათ, მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ

ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს - თუ რუსმა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინა, ისინი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენენ, როცა არ უნდათ, მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„16 წელია აოხრებენ ქვეყანას, 2007 წლის ბოლოდან დაიწყო წინააღმდეგობა. ღმერთი მაგათ არ უნდათ, ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ და არაფერი არ უნდათ. იმ ხალხს, რომელსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცნენ და შენდობა ითხოვონ. ვინ რა იცის - ევროპარლამენტარი იქნება, ყოფილი დიპლომატი იქნება თუ ვინმე სხვა - რა ხდება? ჩვენც გვეშლება, ადამიანები ვართ და ყველა ქრისტიანი ტაძარში იმიტომ დადის, რომ ღვთის წინაშე თავისი შეცდომები აღიაროს. ასე მართლები როგორ არიან, რომ ერთან ბოდიშის მოხდა არ უნდათ? ქართველი ერი ბრძენია. ჩვენთან ხალხი ბრბო არაა, სიბრძნე მხოლოდ ღმერთთან არის. დამთავრდება ეს უსამართლო ომი უკრაინაში და მსოფლიო უკეთესი გახდება? მე მეეჭვება... ევროპარლამენტში ჩაბუდებული რამდენიმე დეპუტატი რას უკეთებს საქართველოს - თუ რუსმა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინა, ისინი საქართველოს მომავლის ოკუპაციას ახდენენ, როცა არ უნდათ, მსოფლიო თანამეგობრობაში ვიყოთ. ვისზე ნაკლები ვართ, თუნდაც უკრაინელებზე? ისტორიით, კაცობით და ყველაფრით? რაზე ერევიან ზედმეტად ჩვენი ქვეყნის საქმეებში? კარგად იცოდნენ, რომ ქართველ ხალხს აბრაზებენ. არის ისეთი საკითხები, რაზეც ჩვენი ერი კომპრომისზე არავისთან წავა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.