ემანუელ ლაჰანი: მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლია, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე

ემანუელ ლაჰანი: მიხეილ სააკაშვილს აქვს კრუნჩხვითი შეტევები, რასაც შეუძლია, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლაჰანმა თქვა, რომ მესამე პრეზიდენტს აქვს  ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან ლეტალური შედეგის დადგომის საშიშროებას.

მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კრუნჩხვებს.

"მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, განსაკუთრებით მინდა, ხაზი გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს, რომლებსაც შეუძლიათ, მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან ბევრჯერ მინახავს, კრუნჩხვითი შეტევები - თუ მათი მკურნალობა სწორად არ ხდება, შეიძლება, განვითარედეს უცაბედ სიკვდილში. ჩემი გასინჯვის დროს, მე ვხედავ, რომ ეს საშიშოება არის, რამდენადაც მას სწორი მკურნალობა არ უტარდება", - თქვა ემანუელ ლაჰანმა. 

Maverick მკურნალობის უბრალო წესი, დეჰიდრაცია იწვევს კრუნჩხვით შეტევებს! გამოსავალი! გიული დედიკომ დაალევინოს წყალი და არა წვეები!
2 წლის უკან
Maverick უკაცრავად, წვენები!
2 წლის უკან