გიორგი ცაგარეიშვილი „ემპათიის“ დასკვნაზე: ეჭვი ჩნდება, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად და ყურით მოთრეული თემები

გიორგი ცაგარეიშვილი „ემპათიის“ დასკვნაზე: ეჭვი ჩნდება, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად და ყურით მოთრეული თემები

სახელისუფლებო პარტია ცენტრ „ემპათიის“ შეფასებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საუბარია მარიამ ჯიშკარიანის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს კომა და მდგომარეობა ყოველდღიურად დამძიმდეს.

ჯიშკარიანის ეს შეფასება აღარ უკვირთ მმართველ პარტიაში და აცხადებენ, რომ ცენტრის ხელმძღვანელის კომენტარები დიდი ხანია უკვე მიკერძოებულია.

„ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად და ყურით მოთრეული თემები. ტყუილს და მართალს ვერ გაარკვევ ამ ე.წ. საექსპერტო დასკვნებში. მე ვფიქრობ, რომ „ექსპერტული“ შემოტევა მომავალშიც გაგრძელდება. არა მხოლოდ „ემპათიის“ წევრებისგან, არამედ სხვა გარედან მოწვეული ექსპერტებისგან. ეს ადამიანები კარგად არიან დაპურებულები, შესაბამისად, მათ უნდა გამოიმუშაონ მიღებული ანაზღაურება “, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა.