ანდრეი კასიანოვი: საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი

ანდრეი კასიანოვი: საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინების“ გადაცემასთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი

ოფიციალური კიევი თბილისს „ბუკის“ სარაკეტო კომპლექსების დაბრუნებას სთხოვს, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს.

კასიანოვის სტატიაში ასევე საუბარია საქართველოს მიერ უკრაინისთვის „ჯაველინის“ სისტემების გადაცემის მოთხოვნაზეც, რომლებიც საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებისგან აქვს მიღებული.

კერძოდ, პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა აშშ-ის მხრიდან, არამედ „ჯაველინების“ ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.