ნორზ ვესტისა და კიმ კარდაშიანის ახალ ტიკტოკს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაკიაჟისა და ეფექტების მეშვეობით, 9 წლის ნორზი იმდენად ჰგავს მამას, რომ ერთი შეხედვით, კანიესგან მისი გარჩევა ძალიან რთულია. რეპერის ფანები დიდი ხანია აღნიშნავენ, რომ ნორზი გარეგნულად კანიეს ძალიან ჰგავს, ახალი ვიდეოთი კი ამაში ყველა დარწმუნდა.
კიმმა და ნორზმა ტიკტოკი კანიე ვესტის 2013 წლის პოპულარული სიმღერის, Bound 2-ს აჩქარებული ვერსიის ფონზე გადაიღეს. ნორზს კაპიუშონიანი ზედა აცვა და თან ქუდი ახურავს, რითაც კანიეს კიდევ უფრო ჰგავს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის Bound 2-ს კლიპში კიმ კარდაშიანი კანიე ვესტთან ერთად მონაწილეობს. კიმისა და ნორზის ტიკტოკს კი, რომელიც 3 დღის წინ გამოქვეყნდა, უკვე 8,5 მილიონი მოწონება აქვს.
დადებითი გამოხმაურების მიუხედავად, კიმმა ინტერნეტის კრიტიკაც დაიმსახურა. ამის მიზეზი ის არის, რომ Bound 2-ს კლიპში კანიესთან ერთად კიმი შიშველი გამოჩნდა, ახლა კი იგივე მუსიკაზე ვიდეო შვილთან ერთად გადაიღო. ტიკტოკის მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ ვიდეო "უცნაური და უსიამოვნოა".
უკვე დიდი ხანია, კიმსა და ნორზ ვესტს სართო ტიკტოკი აქვთ და სხვადასხვა თემაზე სახალისო ვიდეოებს იღებენ. მათი საერთო ტიკტოკი უკვე ძალიან პოპულარულია და 12,5 მილიონი გამომწერიც ჰყავთ.