50 Cent-ი და ემინემი სერიალზე მუშაობენ

50 Cent-ი და ემინემი სერიალზე მუშაობენ

რეპერმა, პროდიუსერმა და მსახიობმა 50 Cent-მა განაცხადა, რომ ემინემთან ერთად სერიალზე მუშაობს, რომელიც ფილმის „8 მილი“ ადაპტაცია იქნება. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამ თემაზე 50 Cent-მა YouTube-პოდკასტ BigBoyTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და სერიალი „გრანდიოზული“ უნდა გამოვიდეს. 50 Cent-ის აზრით, შოუს უზარმაზარი მნიშვნელობა ექნება ემინემს მემკვიდრეობისთვის. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

„8 მილი“ 2002 წლის ფილმია, რომელიც ახალგაზრდა თეთრკანიანი რეპერის, ჯიმი სმიტის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლიც ემინემმა შეასრულა. სურათმა „ოსკარი“ მიიღო კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა ფილმისთვის“ (Lose Yourself).

ამასთან, ემინემი ერთხელ უკვე გამოჩნდა სერიალში, რომლის პროდიუსერიც 50 Cent-ი იყო - რეპერს კამეო ჰქონდა შოუში „შავი მაფიის ოჯახი“. ​