გურამ მაჭარაშვილი: ყარალაშვილს თაღლითობასთან დაკავშირებით 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააკაშვილმა კი შეიწყალა; ადვილი მისახვედრია, რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს ის

გურამ მაჭარაშვილი: ყარალაშვილს თაღლითობასთან დაკავშირებით 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სააკაშვილმა კი შეიწყალა; ადვილი მისახვედრია, რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს ის

ბატონი ყარალაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც თაღლითობასთან დაკავშირებით 11-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ბატონმა სააკაშვილმა იგი შეიწყალა, - განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, ნოდარ ყარალაშვილის მუქარის შემცველ ვიდეომიმართვას.

„ადვილი მისახვედრია, რა პოლიტიკურ ნარატივს ატარებს ის“, - დასძენს მაჭარაშვილი.

უკრაინაში მებრძოლმა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა ნოდარ ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც საქართველოში ტანკებით შემოსვლით იმუქრება.