სიმონ მასხარაშვილი: ის ადამიანები, ვინც დღევანდელ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ იზიარებენ შობის სიხარულს, საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის შვილები არ არიან

სიმონ მასხარაშვილი: ის ადამიანები, ვინც დღევანდელ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ იზიარებენ შობის სიხარულს, საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის შვილები არ არიან

ის ადამიანები, ვინც დღევანდელ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ მონაწილეობენ და იზიარებენ შობის სიხარულს და შობის მადლის გადმოსვლას ისინი არ არიან საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის შვილები, - ასე შეაფასა ისტორიკოსმა, სიმონ მასხარაშვილმა მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები, რომლებმაც ქართველ ხალხს 7 იანვარს შობის დღესასწაული არ მიულოცეს.

„მადლი, სწორედ დღეს გადმოდის საქართველოს ეკლესიის ყველა მრევლზე, იმიტომ რომ ჩვენი ავტოკეფალური ეკლესიის სამღვდელოება სწორედ დღეს ასრულებს წმინდა საიდუმლო რიტუალს“, - აღნიშნა ისტორიკოსმა.

მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლმადიდებლებს 7 იანვარი, ქრისტეს შობის დღესასწაული არ მიულოცეს. ეს იმ დროს, როცა 25 დეკემბერს მათ ოფიციალურ გვერდებზე ქრისტეს შობის მისალოცი არაერთი პოსტი გამოაქვეყნეს.