საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიაში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკლე კომენტარს აკეთებს.
როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, ამ ეტაპზე ბელგიის პოლიცია გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს. ასევე უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელგიურ პოლიციასთან მუდმივ კონტაქტზე რჩება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ცნობით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრები ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური წამებით მოკლეს, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არც ოჯახი ადასტურებს.