მარკ ფეიგინი: მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს - გამოდის, რომ არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება და კომპეტენცია, სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია მოაგვაროს

მარკ ფეიგინი: მეჩვენება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს - გამოდის, რომ არ გააჩნია არანაირი უფლებამოსილება და კომპეტენცია, სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაცია მოაგვაროს

ჩვენ მოვუსმინეთ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კომენტარებს და აქედან გამომდინარე მეჩვენება, რომ მას შეწყალების საკითხის განხილვის საშუალებაც არ აქვს. მის მიმართ პატივისცემის მიუხედავად, მაქვს განცდა, რომ ის საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს, - ამის შესახებ რუსმა უფლებადამცველმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა.

„ის საუბრობს ოპოზიციურ პარტიებზე, მმართველ პარტიაზე, აცხადებს, რომ პარტიებს შორის დაპირისპირებაა, რაც ცოტა უცნაურია. რა მნიშვნელობა აქვს, რას აკეთებენ პარტიები? არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ამის დადგენა მარტივია, მაგრამ გამოდის, რომ მას არ შეუძლია რაიმე ძალისხმევის გამოჩენა, არ აქვს არანაირი უფლებამოსილება, კომპეტენცია იმისთვის, რომ ეს სიტუაცია მოაგვაროს“, - აღნიშნა ფეიგინმა.

არაგველი641 შენ შენს საქმეს მიხედე, აქ არაფერი არ გესაქმება, ძველ პრეზიდენტსაც ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას და ახალსაც!
ჯერ ელჩი დანიშნეთ საქართველოში და მერე მისი პირით გველაპარაკე!
ისე ჯობდა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს გალაღებულ კორუფციას მიხედო და ჰუმანიტარული ტვირთები ადრესატებამდე მიიტანოთ!
2 წლის უკან