დღეს დილით იტალიურ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ფლორენციის „ფიორენტინამ“ ვინჩენცო მონტელასთან კონტრაქტი სამი წლით გააგრძელა.
იტალიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „რომას“ ყოფილი მოთამაშე „ფიორენტინას“ 2017 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.
ფლორენციული გუნდის პრეზიდენტი მარიო კონინი ამ სამწვრთნელო ტრანსფერის გამო ძალიან კმაყოფილია და მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონობისთვის სერიოზულ ბრძოლას აპირებს.
„მონტელას შენარჩუნებით კარგი საქმე გავაკეთეთ. არ დამიჯერებთ და მომავალ სეზონში იტალიის ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან გავძლიერდით. მარიო გომესი, ჰოაკინი, მარკოს ალონსო და მასიმო ამბროზინი შევიძინეთ. ამ ფეხბურთელების დახმარებით ახალ სეზონში მაღალი მწვერვალების დაპყრობას შევეცდებით.“ - განაცხადა მარიო კონინიმ.