კახა კალაძე: ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს - ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას

კახა კალაძე: ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს - ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს.
ქართველ ერს ჰყავს სულიერი წინამძღოლი, რომელიც სიყვარულის, მოთმინების, სიკეთის, სულიერი სიმტკიცის, სულგრძელობის მაგალითს გვაძლევს. ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას და მხნეობას!
კიდევ დიდხანს აძლიერებდეს საქართველოს მისი ღვაწლი და ლოცვა!“, - აღნიშნულია კახა კალაძის მილოცვაში.

4 იანვარს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის დაბადების დღეა. ილია მეორეს 90 წელი შეუსრულდა.

 

Aburjga Tasmanieli კი ქქართველი ხალხის სულიერი წინამძღოლი არის იესო ქრისტე და მისი ეკლესია, ჩვენი მხცოვანი პატრიარქი! მაგრამ ვისი სულიერი წინამძღოლია შენს მიერ საპატიო თბილისელად არჩეული დემნა გვასალია, გვაცნობე ერთი?!
2 წლის უკან