ტეხასის შტატში, ლინკოლნ პარკის სკოლაში მხოლოდ თინეიჯერი დედები სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარედან ლინკოლნ პარკი ამერიკის ნებისმიერ ჩვეულებრივ სკოლას ჰგავს. აგურით ნაშენები, შესასვლელის წინ ამერიკის დროშით მოფრიალე, მაგრამ შიგნით თინეიჯერების კლასიდან კლასში სიარულთან ერთად ბავშვების ტირილი და ხმაური ისმის.
სკოლა ამერიკა-მექსიკის საზღვართან, ტეხასის შტატში, ბრონსვილში მდებარეობს და სპეციფიკური სასწავლო პროგრამა აქვს, რომელიც თინეიჯერი დედების განათლებაზეა მორგებული და ორსულობის სერვისებსა და მშობლებისთვის გაკვეთილებს მოიცავს.
სკოლის ცენტრალურ შენობასთან კი მოსწავლეების შვილებისთვის საბავშვო ბაღია.
ამერიკაში არასრულწლოვნების ფეხმძიმობის ფაქტები ბოლო სამ ათწლეულში შემცირებულია, თუმცა ესპანური წარმოშობის ქალებში ეს შემთხვევები მეტად გავრცელებულია, ვიდრე სხვა პოპულაციისთვის.
ლათინური წარმოშობის ხალხში თინეიჯერების ფეხმძიმობა საკმაოდ მაღალია და 2022 წელს აბორტის აკრძალვაზე სასამართლო დადგენილების მიღების გამო ეს რიცხვი კიდევ მატულობს.
ლინკოლნ პარკი ახალგაზრდა დედებს 2005 წლიდან ემსახურება და მათი მოსწავლეების თითქმის უმრავლესობა 14-19 წლის ასაკისა და ლათინური წარმოშობისაა.