დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ვესტვუდის მოდის სახლის ადმინისტრაციამ „ტვიტერზე“ დაწერა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის „მშვიდად და ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა ლონდონის სამხრეთში”.
ინგლისელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი 1970-იან წლებში პანკისა და ახალი ტალღის მეინსტრიმში შემოტანითაა ცნობილი. 1981 წელს ვესტვუდმა საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი Vivienne Westwood დაარსა.