მიხეილ სარჯველაძე: ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით, ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს

მიხეილ სარჯველაძე: ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით, ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს

გადაწყვეტილება იგივე მცდარ ხაზს მიჰყვება. მეჩვენება, რომ პარადოქსების შექმნას ხელოვნურად ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, რომლებიც გამოდიან ახლა და გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რატომ ვართ არაკეთილგანწყობილი პროცესის მიმართ, რომლის შედეგადაც გვთხოვენ იმას, რომ ავირჩოთ კანდიდატი, რომელსაც კომისიაში არცერთი მხარდამჭერი არ ჰყავს - , ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრობის თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატურებთან, ასევე ცესკო-ს წევრის ერთ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არასწორია, როდესაც ხდება ასეთი კანდიდატის წარმოდგენა, რომელიც თავად მისივე შეფასებით, ჩამოუვარდება სხვა კანდიდატს. მაშინ რა ფასი აქვს საზოგადოდ კონკურსის ჩატარებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.