სანამ კიმ კარდაშიანი იურისტების გამოცდას ჩააბარებდა, მის მოტივაციაზე დიდი გავლენა სწორედ თეთრ სახლში არსებულმა ვიზიტებმა იქონია.
პირველ ვიზიტს რეალითი შოუს ვარსკვლავი ძალიან ემოციურად აღწერს, რამდენიმე საათის წინ კი ახალი ინტერვიუ გავრცელდა, სადაც კიმი ამბობს, რომ გარშემომყოფების საუბრიდან ვერაფერს იგებდა:
“ისინი საუბრობდნენ ჩემთვის უცხო ტერმინებით, რაც მე არ ვიცოდი და ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, ერთ-ერთი მოტივაცია ჩემთვის სწორედ ეს იყო, გავმხდარიყავი კარგი იურისტი და მესწავლა ყველაფერი”.