როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით 2023 წელი კატა-კურდღლის წელია. ეს უკანასკნელი წლის სტიქიას განეკუთნება, აღმოსავლეთში კი წყლის ფერად ლურჯი ითვლება. მოგეხსენებათ, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში დიდ ყურადღებას უთმობენ რიტუალებს – თუ როგორ შეხვდეთ ახალ წელს. მნიშვნელოვანია, ამ დროს გავითვალისწინოთ ძირითადი ფერი – ლურჯი.

ლურჯი ფერის უნდა იყოს მაგიდის გადასაფარებელი, ხელსახოცი ან ნაძვის ხის სათამაშო – ყველგან შეგვიძლია მისი გამოყენება. ასევე, მისაღებია შავი, თეთრი, მწვანე და ვერცხლისფერი, აქსესუარებიის სახით შეგიძლიათ წითელი ფერის გამოყენებაც, თუმცა დომინანტი ფერი ლურჯია.

მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო მაგიდაზე გვქონდეს სამი სიმბოლო – კატის, კურდღლის და ვეფხვის. ვეფხვის იმიტომ, რომ ახალი წელი დგება 22 იანვარს, მანამდე ჯერ კიდევ ვეფხვის წელი გრძელდება და ამიტომ პატივი უნდა ვცეთ მას. კარგი იქნება, თუ ვეფხვის სიმბოლოს წინ დავუდებთ ხორცის ნაჭერს, კატას – თევზსს და კურდღელს სტაფილოს. ეს იქნება ერთგვარი პატივისცემის გამოხატვა მათდამი, რითაც დავიმსახურებთ მათ კეთილგანწყობას, რაც შემდგომ წელზე აისახება. ეს რიტუალები კეთდება იმისთვის, რომ გვქონდეს წარმატებული წელი და მოვიზიდოთ ფინანსები.