კიმ კარდაშიანი ტირილით გამოტყდა, რომ კანიესთან ერთად შვილების აღზრდა ძალიან რთულია

კიმ კარდაშიანი ტირილით გამოტყდა, რომ კანიესთან ერთად შვილების აღზრდა ძალიან რთულია

ახლახან მიცემულ ინტერვიუში კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტთან ერთად შვილების აღზრდის სირთულეებზე ისაუბრა. წყვილი ოფიციალურად უკვე განქორწინდა და შეთანხმების მიხედვით, კანიე ვესტი კიმ კარდაშიანთან ერთად ოთხივე შვილის მეურვეობას იზიარებს.

კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა ერთმანეთი 2012 წელს გაიცნეს, 2014 წელს კი იქორწინეს. მათი 4 შვილიდან ყველაზე უფროსი 9 წლისაა, უმცროსი კი 3 წლის.

"კანიეს ყოველთვის ვიცავდი და ჩემი შვილების თვალწინ ამის გაკეთებას ისევ ვაგრძელებ. ჩემს სახლში, ჩემმა შვილებმა არაფერი იციან იმის შესახებ, რაც გარეთ ხდება", — განაცხადა კიმმა და აცრემლებულმა დასძინა, რომ "კანიესთან ერთად შვილების აღზრდა წარმოუდგენლად რთულია".

კიმმა თავისი გარდაცვლილი მამის, რობერტ კარდაშიანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მამასთან ურთიერთობამ მის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. "მე საუკეთესო მამა მყავდა. მასთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს და ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩემი შვილებისთვისაც მსურს", — ამბობს კიმი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა და კანიე ვესტმა განქორწინების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, კიმ კარდაშიანი კანიე ვესტისგან ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ათას დოლარს მიიღებს. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ყოველთვიურად გადახდილი თანხით კანიე შვილებს დაეხმარება.