ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო

ანა წითლიძემ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, ექიმების კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა ექიმებთან და მის თანაგუნდელთან ხატია დეკანოიძესთან ერთად გააკეთა.

როგორც "აიპრესს" პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანოში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ექიმები და მოშიმშილეები მათი მონიტორინგის ქვეშ არიან. თემურ ჯანაშიას ბოლო ანალიზების მიხედვით, შიმშილობის გაგრძელება საფრთხეს უქმნიდა მის სიცოცხლეს. ამიტომ ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია გასცეს.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა 15 დეკემბერს გამოაცხადეს შიმშილობა. მათ ასევე შეუერთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია. მოგვიანებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციით შიმშილობა შეწყვიტეს აბდულა ისმაილოვმა, თემურ ჯანაშიამ და დავით კირკიტაძემ.