ლიზომ პირველი სახლი იყიდა და ის წლები გაიხსენა, როცა მანქანაში ეძინა

ლიზომ პირველი სახლი იყიდა და ის წლები გაიხსენა, როცა მანქანაში ეძინა

ლიზო ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერალთან ერთად, რომელსაც უკვე სამი გრემი აქვს, ის ადამიანია, რომელიც წარმატებით ახერხებს სხვები თავიანთი სხეულისადმი სიყვარულისა და მიმღებლობის აუცილებლობაში დაარწმუნოს. ბევრისთვის ის არა მარტო ვარსკვლავი, არამედ იმედის, შთაგონებისა და თავდაჯერების წყაროა. სწორედ ამიტომ მომღერლის ინტერვიუებს დიდი ინტერესით უსმენენ და ხვდებიან, რომ წარმატება, სიმშვიდე და თავდაჯერება არც ლიზოსთან მოსულა მარტივად. მომღერალმა ახლახან ლოს-ანჯელესში პირველი სახლი შეიძინა და ინტერვიუში ის წლებიც გაიხსენა, როცა იძულებული იყო, მანქანაში დაეძინა, რადგან სხვა თავშესაფარი არ ჰქონდა.

"სხვადასხვა ადამიანის სახლში ვრჩებოდი და მათ დივანზე დაძინება მიწევდა", — გაიხსენა ვარსკვლავმა. — "უკვე ჩემს ტურზეც კი, როცა ძალიან კარგ ადგილებში ვათევდი ღამეს, მაინც ჩემი სახლი მენატრებოდა. ერთი სული მქონდა ჩემს სახლს და ჩემს საწოლს დავბრუნებოდი. ამას ცხოვრებაში პირველად ვამბობ. ასე რომ, არ ვიცი. ჩემთვის ეს დიდი მიღწევაა."

ლიზომ ისიც აღნიშნა, რა ძალიან უხარია დღესასწაულების საკუთარ სახლში გატარება, სადაც უკვე ორი ნაძვის ხე დგას. მომღერლის თქმით, კიდევ უამრავი მარადმწვანე მცენარე შეიძინა, რათა უფრო მეტად საზეიმო ელფერი მისცემოდა სახლს.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არაფერი არ მქონდა და ახლა როცა მაქვს, მგონი, ზედმეტი მომდის. მგონი, მართლა სანტა კლაუსი გავხდი," — იხუმრა მომღერალმა.

ლიზომ ასევე საკუთარ სხეულსა და წონაზეც ისაუბრა ინტერვიუში და განაცხადა, რომ შესაძლოა, ზოგიერთისთვის მისი სხეული იდეალური არ იყოს, თუმცა ზოგისთვის კიმ კარდაშიანიც შეიძლება არაა იდეალური, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ კიმი სილამაზის სტანდარტებს ქმნის.

"მეც ანალოგიურად მსურს, რომ თავდაჯერებული ვიყო და ჩემი საკუთარი სილამაზის სტანდარტები შევქმნა. ერთ დღეს ეს სხვისი სტანდარტებიც იქნება," — განაცხადა მომღერალმა.