პრინცესა დაიანას ჯვარი, რომელიც ამეთვისტოებითა და ბრილიანტებით არის ინკრუსტირებული, Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ გამოცემა WWD წერს.
სამკაული, რომელიც საიუველირო სახლ Garrard-ს ეკუთვნის, 120 000 გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული. აუქციონი 6 იანვარს გაიმართება.
აუქციონზე გასაყიდი კოლიე პრინცესა დაიანას 1987 წელს, საქველმოქმედო მეჯლისზე ეკეთა.