ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის, Faithless-ის სოლისტი Maxi Jazz გარდაიცვალა. ის 65 წლის იყო. ამის შესახებ BBC წერს.
„ვწუხვართ, რომ უნდა გაცნობოთ, Maxi Jazz გუშინ ღამით გარდაიცვალა. ის იყო ადამიანი, რომელიც ბევრი რამე შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში“ - დაწერა ჯგუფმა Facebook-ზე.
90-იან წლებში Faithless-ს პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა God Is A DJ, We Come 1 და Insomnia.