რამდენიმე დღის წინ გამოცემა“Rolling Stone”-ს ჟურნალისტი ამერიკელ მომღერალ ბეიონსეს ესაუბრა და მისი მომავალი გეგმებით დაინტერესდა.
აღმოჩნდა რომ რამდენიმე თვეში ბარბადოსული ფესვების მქონე ქალბატონი ახალი სურათის გადაღებაში მონაწილეობას მიიღებს.
ფილმის სახელწოდებაა „ვარსკვლავის დაბადება” და მომღერალი მასში მთავარ როლს შეასრულებს. სურათის რეჟისორი ცნობილი მსახიობი კლინტ ისტვუდი იქნება.
ბეიონსე ამ მხატვრული ფილმისათვის საუნდტრეკის ჩაწერასაც აპირებს.