როგორც ცნობილია, გუშინ კატალონიური „ბარსელონა“ მისმა ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ დატოვა.
ბატონი ტიტო გუნდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დაემშვიდობა.
გუშინვე, გვიან ღამით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ „ბარსელონას“ პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი, კლუბი „ტოტენჰემის“ დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში ჩაიბარებს.
ვილაშ-ბოაშის ინგლისელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტი გახლავთ შეტანილი, რომლის თანახმადაც კატალონიელების სავარაუდო დაინტერესების შემთხვევაში, მას „ტოტენჰემიდან“ წამოსვლის უფლება გააჩნია.
თუ „ბარსელონას” მართლაც ვილაშ-ბოაში ჩაიბარებს, „ტოტენჰემი” კომპენსაციის სახით 14 მილიონ ევროს მიიღებს.