ყოფილი ლეგენდარული ვარსკვლავური წყვილი, ბრიუს უილისი და დემი მური მალე ბებია და ბაბუა გახდებიან.
მათი ქალიშვილი რუმერი და მისი მეგობარი მამაკაცი დერეკი შვილს ელოდებიან. წყვილმა სოციალურ მედიაში პირველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც მოუთმენლად ელიან ბავშვის დაბადებას. რუმერმა და დერეკმა თავიანთი ურთიერთობა ნოემბერში დაადასტურეს. რუმერის ორსულობის შესახებ ინფორმაცია კი რამდენიმე საათის წინ გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი კინოდან უკვე რამდენიმე თვეა რაც წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარსკვლავმა სამსახიობო საქმიანობას დემენციის გამო დაანება თავი, რაც ხშირად იწვევს მეხსიერების დაქვეითებას.