Snoop Dogg-მა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა

Snoop Dogg-მა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა

ამერიკელმა რეპერმა Snoop Dogg-მა საკუთარ Twitter-ზე ჩაატარა გამოკითხვა იმის თაობაზე, უნდა დაიკავოს თუ არა სოცქსელის ხელმძღვანელის თანამდებობა.

გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 3,4 მილიონმა ადამიანმა მიიღო. მათი 81% Snoop Dogg-ის Twitter-ის ხელმძღვანელად დანიშვნის მომხრეა, 19% კი წინააღმდეგი.

Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ამ თანამდებობაზე დანიშვნის მსურველ „საკმარისად სულელს“ იპოვის.

Twitter-ის მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ილონ მასკის წასვლას. გამოკითხვაში, რომელიც მასკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ჩაატარა, გამოკითხულთა 57,5%-მა მის გადადგომას მისცა ხმა.