რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ სიონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ჩატარდა.
ცნობილი გახდა რომ თბილისის „დინამო“ რუმინულ „სტიაუასა“ და მაკედონურ „ვარდარს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ამ გუნდების პირველი შეხვედრა სამი დღის წინ ბუქარესტში გაიმართა და მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 3:0. სავარაუდოდ „სტიაუა“ ქართული კლუბის მომავალი მეტოქე იქნება.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი 30 ან 31 ივლისს თბილისში ჩატარდება. განმეორებითი შეხვედრას „დინამო“ სტუმრად 6 ან 7 აგვისტოს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „დინამომ" შინ ფარერების „სტრეიმურს" ანგარიშით 6:1 მოუგო და საპასუხო მატჩს 23 ივლისს ჩაატარებს.