ლედი დიანა მანიაკის მუზად იქცა

ლედი დიანა მანიაკის მუზად იქცა

ცოტა ხნის წინ გამოცემამ „The Sun” ერთი უცნაური ინფორმაცია გაავრცელა.

67 წლის ბრიტანელ სერიულ მკვლელს არტურ შოუკროსს 250-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა ამან იგი მხოლოდ გააქტიურა.

არ დაიჯერებთ, მაგრამ მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ტუსაღმა ახალ გატაცებას მიაგნო.

თავის დროზე ბრიტანელმა მანიაკმა 11 ქალი მოკლა. ციხეში არტური შეეცადა მათი პორტრეტების დახატვას და ეს საქმე არცთუ ურიგოდ გამოუვიდა.

მოგვიანებით თვითნასწავლმა „მხატვარმა“ პრინცესა დიანას დახატვა სცადა და მისი პორტრეტი ნიუ-იორკის გამოფენაზე გაგზავნა, სადაც სურათი 500 დოლარად გაიყიდა.

საინტერესოა, რომ შოუკროსმა ამ თანხის ნახევარი საკუთარი დანაშაულების მსხვერპლთა ფონდში გადარიცხა.