ცოტა ხნის წინ რუსულ და ევროპულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ თავდამსხმელ ჰალკს ამჟამინდელი გუნდის გამოცვლა სურდა.
საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ „ზენიტში“ ადგილობრივმა ფეხბურთელებმა ერთგვარი დაჯგუფება ჩამოაყალიბეს და სხვა ეროვნების ფეხბურთელებზე ე.წ. „დედოვშჩინა“ დაამყარეს.
რამდენიმე თვის წინ ჰალკს მოთმინება აევსო და რამდენიმე ინტერვიუში დაიჩივლა, რომ გუნდში სხვა ფეხბურთელების მხრიდან გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ბრაზილიელმა ისიც აღნიშნა, რომ 2013 წლის ზაფხულში ამ კლუბს აუცილებლად დატოვებდა.
ფეხბურთელის სურვილი ერთია და გუნდის ხელმძღვანელობის ნება მეორე. „ზენიტის“ ოფიციალურ წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჰალკს მხოლოდ სარფიანი შემოთავაზების პირობებში გაყიდიდნენ.
კულუარული ცნობით, ფეხბურთელის შეძენა „მონაკოს“, „რეალს“, „ტოტენჰემსა“ და „ჩელსის“ სურდათ.
სამწუხაროდ ზემოთდასახელებულ გუნდებს იმედი უკვე გადაეწურათ. დღეს დილით რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „ზენიტის“ ხელმძღვანელობამ ჰალკის დატოვება გადაწყვიტა და ფეხბურთელს სარფიანი შემოთავაზების პირობებშიც არ გაუშვებს.