დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და „ჩელსის“ მცველი დავიდ ლუისის შეძენა მოისურვა.
ცნობილი გახდა, რომ გუშინ საღამოს კატალონიური გუნდის ხელმძღვანელები რომან აბრამოვიჩის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ და პელეს 26 წლის თანამემამულის გასაყიდი თანხის დასახელება სთხოვეს.
ჟოზე მოურინიოს ახალი გუნდის უფროსობის სავარაუდო პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
დავიდ ლუისი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 28 ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ფეხბურთელი „ჩელსიში“ 2011 წლიდან ირიცხება და ჩატარებულ 62 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი მიითვალა.