ლანა დელ რეიმ ახალი ალბომი დაანონსა, სახელად Did You Know That There’s a Tunnel Under Ocean Blvd. ალბომის პიარის მიზნით, პოპვარსკვლავები ხშირად ბანერებს იშველიებენ, რომლებიც დიდი ქალაქების, მაგალითად, ნიუ-იორკისა და ლოს ანჯელესის ცენტრალურ ქუჩებში დგას. ლანა დელ რეიმ კი მათგან განსხვავებით, მხოლოდ ოკლაჰომას ქალაქ ტუსლაში აღმართული ბანერი გამოიყენა ამისათვის.
ლანას ფანებს ამ გადაწყვეტილების ახსნა არ გასჭირვებიათ, ვინაიდან ტუსლა ლანას ყოფილი პარტნიორის, შონ ლარკინის, მშობლიური ქალაქია. მომღერლის გულშემატკივრებმა ისიც შენიშნეს, რომ ლანამ ერთ-ერთი სიმღერა არც მეტი, არც ნაკლები შონის დაბადების დღეზე გამოუშვა.
"გარდა იმისა, რომ ლანას ალბომის ერთადერთი ბანერი ტუსლაშია აღმართული, მან სიმღერა Ocean Blvd შონის დაბადების დღეზე გამოუშვა."
პოსტს ლანაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადულია.
საინტერესოა, რას ფიქრობს თავად შონ ლარკინი.